пятница, 19 марта 2010 г.

ოპტიკური ხელსაწყოები

1.პროექტის სახელი:ოპტიკური ხელსაწყოები.


2.პროექტის მოკლე აღწერა:ოპტიკური ხელსაწყოების მნისშვნელობა სამყაროს აღქმისთვის.
3.სინათლე ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.სამყაროს შესახებ ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ვღებულობთ სინათლის საშუალებით.სინათლე წარმოადგენს სიცოცხლის არსებობის აუცილებელ პირობას.გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი ცნებაა სინათლის სხივი,ეს ცნება მჭიდრო კავშირშია თვალთან,რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ოპტიკურ სისტემას. მის მოქმედებას საფუძვლად უდევს ოპტიკის კანონები,მისი საშუალებით აღიქვამს ცოცხალი არსება გარე სამყაროს.თვალი უძლურია შეამჩნიოს უმცირესი ნაწილაკები,ან მილიონი წლის მანძილით დაშორებული სამყარო.ამისათვის შეიქმნა სწორედ ოპტიკური ხელსაწყოები.
ოპტიკური ხელსაწყოების საშუალებით ხდება ადამიანის ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა,მისი შინაგანი ორგანოებისა დასისტემების შესახებ ინფორმაციის მიღება;თვალის მიკროქირურგია,ნეიროქირურგია. ტელესკოპის საშუალებით შეიძლება შევაღწიოთ სამყაროს სიღრმეში,რომელიც დაშორებულია დედამიწიდან მილიონი წლების მანძილზე.ასტრონომებმა მოახერხეს მიეღოთფოტოსურათი პლანეტისა რომელიც მოძრაობს ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო.ასევე დიდი ინფორმაციაა მიღებული მზის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებზე,რაც უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ფართოდ გამოიყენება ოპტიკური ხელსაწყოები: ფოტოაპარატი, ჭოგრიტი, კომპიუტერი, სათვალე და სხვა.
4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტში მოძიებული მასალა, სურათები, პლაკატები, მოსწავლეთა მსჯელობა ოპტიკური ხელსაწყოების მნიშვნელობაზე, თვალი–როგორც ბუნებრივი ოპტიკური ხელსაწყო, ტექნილური ლიტერატურა
7. მოსალოდნელი შედეგები: დაინტერესება სამყაროში მიმდინარე პროცესებით, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებით.
8. სარგებელი სხვებისათვის: სისტემაში მოვა ინფორმაციები ოპტიკური ხელსაწყოების შესახებ, გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან – ვისაც აინტერესებს ეს თემა და უნდა მეტის გაგება.
11. საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი – ფიზიკა, ასტრონომია, ბიოლოგია.
12. პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან გოჩიტაშვილი, თბილისის 176–ე საჯარო სკოლა.
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა. gochitashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი.
15. პროექტის ვებ.გვერდი/ ბლოგი http//qetevangochitashvili.blogspot.com.

Комментариев нет:

Отправить комментарий